понедельник, 5 декабря 2016 г.

                             რეფლექსია


თანამედროვე მიდგომეგი სწავლებისა და შეფასებაში.
 ტრენინგის პირველ დღეს შევავსეთ თვითშეფასების კითხვარი. განვიხილეთ მასწავლებლთა  პროფესიული სტანდარტი. ასევე დისკუსიის მეთოდი, თავისი დადებითი  და უარყოფითი მხარეებით.
გონებრივი იერიშის საშუალებით  ჩამოვთვალეთ ესგ-ში შემავალი პუნქტები, ასევე დავახასიათეთ ამ მეთოდის მიზანი ,დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ჩემთვის ბუნდოვანი იყო ესგ-ში გამჭოლი კომპონენტები, ტრენერმა დაგვიხასიათა  მე-9 გამჯოლი კომპეტენცია და მაგალითების საშუალებით გვესაუბრა სწავლების მიდგომების სამ სახეზე. ეს არის: ვიზუალური, აუდიალური და კინესტეტიკური. ტრენინგის პირველ დღეს დიდი დრო  დავუთმეთ დიფერინცირებულ სწავლებას. გავიაზრეთ რას ნიშნავს დიფერენციალური სწავლება, გავეცანით დიფერენციაციის ტიპეპს, პრინციპეპს ,კომპონენტებს, ასევე სწავლების უპირატოსებებს.
შემდეგ  ტრენერმა გაგვაცნო მე-2 დრის სამუშაო გეგმა. დაგვყო ჯგუფებად. პირველ საკითხად გავიხსენეთ მასწავლებლის სამუშაო გეგმის ნაწილები(სილაბუსი,თემატური გეგმა, გაკვეთილის გეგმა, კვირის და  ინდივიდუალური გეგმები. შევასრულეთ გაკვეთილის დაგეგმვაზე ორიენტირებული დავალება, რომელმაც კიდევ უფრო კარგად ჩამომიყალიბა გაკვეთილის მიზნის დაგეგმვა, რომელიც გადის ზუსტ შედეგზე.
შემდეგ განვიხილეთ გაკვეთილის გეგმის შეფასების რუბრიკა და საგაკვეთილო პროცესში ევასრულეთ ტრენერის მიერ მოცემული დავალება, რომელიც ერთ-ერთი გაკვეთილის სიტუაციას აღწერდა. შემდეგ გავეცანით გაკვეთილის გეგმას, კომპონენტებს, როგორ უნდა იყოს ჩამოყალიბებული მიზანი, აქტივობები და მეთოდები. როგორ შევიმუშავოთ  კლასის ორგანიზების ფორმას, განვსაზღვროთ დროს.
ვნახეთ გაკვეთილი, რომელმაც კარგად ჩამიმიყალიბა კონსტრუქტივიზმისა და ფრონტალური მიდგომის აუცილებლობა. შემდეგ განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომია. მისი სამი სფერო-კოგნიტური, აფექტური და ფსიქომოტორული. ტრენერმა ყურადღება გაამახვილა კოგნიტურ სფეროზე: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი,  სინთეზი, შეფასება.
შევასრულეთ დავალება,შეუსაბამეთ მარჯვენა სვეტში მოცემული კითხვა მარცხენა სვეტში მოცემულ ბლუმის სააზროვნო დონეს.
შემდეგ ქალბატონმა ლიკამ საგნობრივად დაგვაჯგუფა და შევასრულეთ დავალება რომელიც  ე.ს.გ. სტანდარტისაგან  გამომდინარე უნდა დაგვესახა გაკვეთილის მიზანი. ამ დავალებამ კი კარგად დამანახა ის რომ, მოსწავლეების შესაძლებლობიდან გამომდინარე უნდა დავსახოთ გაკვეთილის მისაღწევი მიზანი და არ ავცდეთ ე.ს.გ. სტანდარტს.
       შემდეგ დღეს   ბლუმის ტაქსონომიიდან გამომდინარე დავსვით შეკითხვები და  გავაკეთეთ  ორეზენტაცია. აქ ჩვენ  გამოვიყენეთ  სეგმენტური აქტივობა. თავდაპირველად  ვიმუშავეთ ინდივიდუალურად შემდეგ კი გავაკეთეთ  შეჯამება. ეს აქტივობა  კარგია  ჯგუფის  საერთო  აზრის გამოსახატავად. შევეცდები  მეც გამოვიყენო ჩემ საგაკვეთილო პროცესში. ვისაუბრეთ  იმის  შესახებ, რომ ეს აქტივობა ხელს  უწყობს  თანამშრომლობითი, კონკურენტული და დამოუკიდებელი უნარების განვითარებას. გავეცანით ემოციურ და ფსიქმოტორულ ტაქსონომიის  კატეგორიებს და მაგალითებს. ვისაუბრეთ  იმის  შესახებ, თუ რაში ეხმარება პედაგოგს ბლუმის ტაქსონომიის ცოდნა, შესაბამისად გავაკეთეთ  სავარჯიშოები აფექტურ და  მოტორულ  სფეროებზე. განვიხილეთ  გარდნერის  ინტელექტის  8 ფორმა. გავაკეთეთ  დავალება, რომელიც მიზნად ისახავდა იმას, რომ ბავშვებს განუვითარდეთ სხვადასხვა უნარები და ინტელექტი. ვისაუბრეთ  ტრანსფერის  შესახებ, გავეცანით  მის  ტიპებს: ახლო, შორი, მარტივი, რთული, ავტომატური და გააზრებული. გავაკეთეთ დავალება იმის  შესახებ, თუ როგორ განუვითაროთ ბავშვებს ტრანსფერის უნარი. რა აქტივობებია ამისათვის საჭირო.
ასევე გავეცანით სწავლების  ახალი  მეთოდს  ,, გასეირნება გალერეაში,,  ამ  მეთოდს  მოვარგეთ  ჩვენ სახლში  მოცემული დავალება კახეთის თემაზე, სადაც უნდა განგვესაზღვრა მიზანი და დაგვეგეგმა ბლუმის სააზროვნო უნარებისა და გარდნერის მრავლამხრივი ინტელექტის გათვალისწინებით. ჯგუფის  წევრებმა განვიხილეთ ერთმანეთის ნაშრომი, შევჯერდით საუკეთესოზე და მოვაწყვეთ  პრეზენტაცია. ამან დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია გაკვეთილის დაგეგმვისას ბლუმის სააზროვნო უნარების გამოყენება. გავეცანით ახალ მეთოდს -,,აზროვნების სამი სკა,,. აქედან გამომდინარე გავაკეთეთ იდეალური სკოლის მოდელი. პირველი ეტაპი იყო მეოცნებე, ანუ როგორ სკოლაზე ვოცნებობთ. მეორე ეტაპი იყო რეალისტი, ანუ რამდენად სამართლიანია  ასეთი სკოლის შექმნა და მესამე ეტაპი იყო კრიტიკული, ანუ უნდა შეგვეფასებინა  ასეთი სკოლის შესამნელად მიზნის მისაღწევი გზა. ვისაუბრეთ  იმის  შესახებ, თუ რომელ  უნარებს უვითარებს  ბავშვებს  ეს  მეთოდი. ვისაუბრეთ ამ მეთოდის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ამ მეთოდს აუცილებლად  გამოვიყენებ კლასში რითაც დავაინტერესებ ბავშვებს.
ასევე განვიხილეთ  მოსწავლის ქმედებაზე  ორიენტირებული სწავლება. გავიხსენეთ  ჩვენს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები. ვისაუბრეთ ვრცლად იმის შესახებ თუ რას ისახავს მიზნად პროექტის განხორციელება, რომ ის მიმართულია კონკრეტული პრობლემის გადაჭრისკენ. რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს პროექტი (შემეცნები,კვლევითი,შემოქმედებითი) დაწვრილებით ვისაუბრეთ პროექტის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ჯოქსოუს მეთოდის გამოყენებით განვიხილეთ როლური თამაშის და პროექტის მნიშვნელობა და მასწავლებლის როლი ამ პროცესში. ვისაბრეთ  იმის შესახებ, თუ რა არის წარმატებული მოსწავლის წარმატების გასაღები. გავეცანით  სწავლების ფორმებს-სოკრატულს, დიდაქტიკურს, კეთებით სწავლებას და სოციალურს. ასევე დედუქციურ და ინდუქციურ მეთოდებს. რა უწყობს ხელს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
გავეცანით მეტაკოგნიტურ უნარებს(დაგეგმვა, მონიტორინგი, შეფასება). გავაკეთეთ შესაბამისი სავარჯიშოები. გავეცანით  სწავლის ეფექტურ სტრატეგიებს(მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოცნობა, არსებული ცოდნის გახსენება, ჩანაწერების გაგეთება, ინფორმაციის ორგანიზება, ინფორმაციის გადამუშავება, მასალის შეჯამება, გაგება-შემოწმება).დაწვრილებით ვისაუბრეთ კვირის გეგმის შესახებ და ამასთან დაკავშირებით  ტრენერმა მოგვცა დავალება. ბოლოს გავაკეთეთ შუალედური ტესტი.
       შემდეგ გადავედით განსახილვევ საკითხებზე. პირველ რიგში განვიხილეთ  ,,ძალთა  ველის ანალიზი,,  გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები. ვისაუბრეთ ამ მეთოდის სასარგებლო ფაქტორებზე. მაგ: გამოცდილება, მოტივაცია, თანამშრომლობა, მზაობა. ასევე ხელისშემშლელ ფაქტორეზე. მაგ: დღის რეჟიმი, ახალი ტერმინები, გონებაგაფანტულობა, სიზარმაცე და სხვა. მოვახდინეთ ამ მეთოდის შეფასება. ვისაუბრეთ იმის  შესახებ, თუ როგორ გამოვიყენებთ კლასში ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოსაფხვრელად, დადებითი და უარყოფითი მხარეების დასანახად. შემდეგ ვისაუბრეთ კომუნიკაციაზე. გავეცანით მის სახეებს -ვერბალურს, არავერბალურს და წერილობითს. ტრენერი გვესაუბრა იმის  შესახებ თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საგაკვეთილო პროცესში მასწავლებლის ხმას, ტემბრს, სამეტყველო ენას, პაუზას. შემდეგ გადავედით  ქეისის ანალიზზე, გავაკეთეთ დავალება, სადაც მასწავლებელი საუბრობდა ხმადაბლა და ტერმინი არ აუხსნა ბავშვებს. განვიხილეთ სიტუაცია, თუ რა შეცდომა დაუშვა მასწავლებელმა, რა იყო მიზეზი და რა შეიძლება მოჰყვეს ამას. ამ დავალებიდან გამომდინარე  ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა უნარებია საჭირო ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად. ვისაუბრეთ ცუდ და აქტიურ მსმენელზე, რაც აუცილებელია კომუნკაციისათვის. გავეცანით აქტიური მოსმენის ტექნიკის ელემენტებს. ვისაუბრეთ კითხვათა  ტიპებზე: დახურულ, ღია, სასწავლო და გამოსაცდელ კითხვებზე.  გავეცანით კითხვის დასმის ტექნიკას. მაგ: კონტრშეკითხვა, მანიპულაცია, ალტერატიული, და რიტორიკული. შემდეგ ისევ დავუბრუნდით დავალებას და ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით  ეს მასწავლებელი იყო თუ არა აქტიური მსმენელი და ეფექტიანად სვავდა თუ არა კითხვებს. ასევე ვისაუბრეთ უკუკავშირზე, როგორ წარვმართოთ და შევაფასოთ უკუკავშირი, როგორ დავამკვიდროთ ყოველდღიურად უკუკავშირი სკოლაში. ვიწყებთ დადებითი შეფასებით, შემდეგ ვსაუბრობთ იმაზე, რაც აქვს გამოსასწორებელი მოსწავლეს და შემდეგ ვაძლევთ რეკომენდაციებს. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ეს უკუკავშირი ეხმარება მოსწავლეს საკუთარი თავის შემეცნებაში, მიზანმიმართულ მუშაობაში, შეცდომების ძებნაში. მასწავლებელს კი ეხმარება პროფესიულ განვითარებაში.
გავეცანით ახალ  მეთოდს  ,, ინტერვიუ სამი ნაბიჯი,,. ამ მეთოდის დროს ვითარდება მოსმენის და ნალიზის უნარი. მსმენელი უნდა იყოს აქტიური, ვინც პასუხობს მას უნდა ჰქონდეს ღრმა ცოდნა. ამ მეთოდის გამოყენება შეიძლება, როდესაც ვიწყებთ ახალ თემას ან თემის შეჯამებისას.  ვისაუბრეთ მოსწავლეთა შეფასებაზე. გავეცანით ესგ-ში რაც ეწერა ამ თემასთან დაკავშირებით. განვიხილეთ შეფასების სახეები, კრიტერიუმები, შეფასების ინსტრუმენტები, 10 ბალიანი სისტემა, რუბრიკები, ნიშნის გამოთვლის სისტემა, შემაჯამებლები, საშემოდგომოები, ექსტერნი, გამოცდები, 1-4 კლასების განმავითარებელი შეფასებები, ამასთან ერთად გავეცანით ესგ-ში არსებულ სიახლეებს. განვიხილეთ შეფასების  ძირითადი პრინციპეპი: სანდოობა, ვალიდულობა, გამჭირვალობა და ობიექტურობა. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკის ფორმაზე და ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ დავალება დისკუსიის თემაზე. შევქმენით ანალიტიკური შეფასების სქემა და გავაკეთეთ   ,გასეირნება გალერეაში,,.
ასევე  ვისაუბრეთ  წერილობითი  და ზეპირი  კომენტარის  სუსტ და ძლიერ მხარეებზე. რა მნიშვნელობა  აქვს  სასწავლო  პროცესში  ეფექტური კომენტარის  გამოყენებას. ამით მოსწავლეები დაინახავენ  სუსტ  და ძლიერ მხარეებს. ვისაუბრეთ  იმის  შესახებ, რომ განმავითარებელი  შეფასებისათვის უნდა  შეიქმნას  რუბრიკები, შემდეგ მოხდეს მოსწავლის ნაშრომის შეფასება  და მერე  გაკეთდეს  კომენტარი. ვისაუბრეთ ეფექტური   განმავითარებელი კომპონენტის  კრიტერიუმებზე. ვისაუბრეთ  საშინაო  დავალების, საკლასო  დავალების და  შემაჯამებელის  სამუშაოს  მიზანზე, სუსტ  და  ძლიერ  მხარეებზე.
          ბოლოს კი  განვიხილეთ  სწავლების  მიზანსა  და  შეფასებას შორის კავშირი. ვისაუბრეთ  მიმდინარე  და  შემაჯამებელ  შეფასებაზე. განვიხილეთ  ესგ-ს საგნობრივი  სტანდარტი. ვისაუბრეთ  თვითშეფასებასა  და  თანატოლთა  შეფასებაზე, ასევე  როგორ  მივაღწიოთ  მოსწავლეთა  თვითშეფასების  გაუმჯობესებას. ამ  თემებთან   დაკავშირებით  საგნობრივ  ჯგუფში  გავაკეთეთ  შესაბამისი  დავალებები. ბოლოს  ტრენერმა  ჩაგვიტარა  ტესტირება.

    ჩემთვის ეს ტრენინგი იყო შედეგიანი, ტრენინგზე განხილულ მასალას ეფექტიანად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.